01/08/2025
ინტელექტუალური და სანდო გადაწყვეტები თქვენი ბიზნესისთვის
ჩვენ ვქმნით ჭკვიან, უსაფრთხო და მოდულურ სისტემებს თანამედროვე ბიზნესისათვის. ჩვენი მთავარი პროდუქტი, Rilven ERP, აერთიანებს თქვენი ბიზნესის ძირითად ოპერაციებს მაქსიმალური სიზუსტით და მასშტაბურობით, AI-ზე დაფუძნებული ანალიზითა და მონაცემთა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით.
Rilva
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ ანალიტიკას, პროცესების სრულ ავტომატიზაციასა და ბიზნესის მუდმივ განვითარებას. შექმნილია ოპტიმალური გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მისაღებად ყველა დონეზე.
ელექტრონული ხელმოწერა
უსაფრთხო და კანონმდებლობასთან შესაბამისი ციფრული ხელმოწერის პლატფორმა კონტრაქტების, ბრძანებებისა და შიდა პროცესებისთვის - სრულად ინტეგრირებული Rilven-ის ყველა მოდულთან.
ბუღალტერია
მოიპოვეთ სრული კონტროლი ფინანსებზე - IFRS-ის შესაბამისი ანგარიშგება, ბიუჯეტისა და გადასახადების ავტომატიზაცია, მრავალვალუტიანობა და ზუსტი აღრიცხვა ერთ ძლიერ მოდულში.
CRM
გააკონტროლეთ მომხმარებლის სრული გზა - ლიდიდან ერთგულ კლიენტამდე. ავტომატიზირეთ გაყიდვები, გააძლიერეთ ჩართულობა და გაზარდეთ შემოსავალი Rilven CRM-ის დახმარებით.
წარმოება
დაგეგმეთ და აკონტროლეთ წარმოების პროცესები BOM-ის, შეკვეთების, MRP-ის და ხარისხის უზრუნველყოფის გამოყენებით გამარტივებული ოპერაციებისთვის.
ვაჭრობა
საწარმო დონის სავაჭრო მოდული სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიებისთვის, მოწინავე POS-ით, შტრიხკოდების სკანირებით, გადახდების დამუშავებით, ცვლის კონტროლით და რეალურ დროში ნაშტების სინქრონიზაციით. აღჭურვილია მოლარისა და ოპერატორის სპეციალური ინტერფეისებით სწრაფი და კომფორმტული გამოყენებისათვის.
დისტრიბუცია
ინვენტარის, საწყობისა და ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია რეალურ დროში მარაგების თვალყურის დევნების, სერიული მართვისა და შესრულების ავტომატიზაციის გამოყენებით.
ადამიანური რესურსების მართვა
თანამშრომელთა ცენტრალიზებული აღრიცხვა, რეკრუტირება, დასწრების კონტროლი, ხელფასების მართვა და შესრულების შეფასება ერთიან სისტემაში.
დავალებების მართვა
დაგეგმეთ, გადაანაწილეთ, აკონტროლეთ და იმუშავეთ გუნდთან ერთად ამოცანებზე. იდეალურია ყოველდღიური სამუშაოებისთვის, კოორდინაციისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
HRIS - ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემა
თანამედროვე HRIS სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვას, რეალურ დროში ანალიტიკას, თანამშრომელთა თვითმომსახურებასა და შესაბამისობის სრულყოფილ კონტროლს. ყოველი მოქმედება შესვლიდან გამოსვლამდე დეტალურად ფიქსირდება სისტემაში სრული გამჭვირვალობისა და ეფექტური მართვისთვის.
PSA - პროფესიონალური სერვისების ავტომატიზაცია
მართეთ პროექტების შესრულება, რესურსების დაგეგმვა, ანგარიშწორება და სამუშაო დროის აღრიცხვა ერთ მოდულში - იდეალურია მომსახურებაზე დაფუძნებული კომპანიებისთვის.
სრული აუდიტი და მონაცემების აღდგენა
მონაცემების ყოველი ცვლილება ინახება მომხმარებლის დეტალებით და დროის ნიშნულით. ასევე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი წინა ვერსიებიდან ნებისიერის აღდგენა.
სასტუმრო
სასტუმროს მართვის სრულფასოვანი გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს ნომრების დაჯავშნას, დასუფთავებას, გაყიდვების წერტილს (POS), ანგარიშწორებას და სტუმართა მომსახურებას ერთ სისტემაში.
კაფე და რესტორანი
ჭკვიანი POS კაფეებისა და რესტორნებისთვის. მენიუს, მაგიდების, სამზარეულოს და მარაგების მართვა სწრაფი მომსახურებისთვის, ნაკლები შეცდომებისა და კმაყოფილი სტუმრებისთვის.
აფთიაქი
სპეციალიზებული მოდული აფთიაქებისთვის. მარაგების, რეცეპტების, რეგულაციების შესაბამისობისა და გაყიდვების სრული მართვა.
აღმოაჩინეთ Rilven ინოვაციური ERP პლატფორმა, რომელიც აერთიანებს AI ანალიტიკას, ავტომატიზაციას და IFRS სტანდარტებს ბიზნესი...