G.T Consulting Accounting services

Call Directions Contact the business

G.T Consulting  Accounting services ბუღალტრული აღრიცხვა

28/09/2024
27/12/2023

ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში
საქართველოს საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოქვეყნებული ცვლილება N 3608-XIIIმს-Xმპ განპირობებულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით.



მათ შორის დაზუსტდა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის (საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება) პირველი ნაწილის გ3 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

ბ​3) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა:

ბ​3.ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ​3.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ​3.გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 34​1 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა.

ასევე 154-ე მუხლის (გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი) პირველ ნაწილს დაემატა „რ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით სსიპ საპენსიო სააგენტო განისაზღვრა საგადასახადო აგენტად.



სრულად ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული

Address

იყალთოს გორა N5
Tbilisi

Opening Hours

Monday 11:00 - 17:00
Tuesday 11:00 - 17:00
Wednesday 11:00 - 17:00
Thursday 11:00 - 17:00
Friday 11:00 - 17:00
Saturday 11:00 - 14:00

Telephone

+995599551673

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when G.T Consulting Accounting services posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to G.T Consulting Accounting services:

Shortcuts

Share