30/03/2026
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სერვისების ფასწარმოქმნის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე.
საწყისი ანაზღაურება: 3000 ლ (NET).
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო სერვისების კალკულაცია და ანალიზი;
- პროექტების კალკულაცია და ანალიზი;
- გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება;
- კლინიკის ავტომატიზებულ სისტემასთან მუშაობა;
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ეკონომიკის მიმართულებით;
- სამედიცინო კლინიკაში მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ადგილმდებარეობა: საბურთალო
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი CV მეილზე: [email protected]