საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა ?

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია).

იგი შეიქმნა 1998 წლის აპრილში ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი ითვლება საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს) სამართალმემკვიდრედ.

ფედერაციის წევრები არიან იურიდიული და ფიზიკური პირები

. ბაფს, 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ჰყავს 53 კორპორაციული (იურიდიული პირი) წევრი და 6714 წევრი ფიზიკური პირი.

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით:
• მიღებულ იქნა საქართველოს კანონი: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
• ბაფი 2000 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველი გახდა IFAC-ის ნამდვილი წევრი;
• დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“;
• ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
• პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
• დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“;
• ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
• მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი);
• ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-16 წელი);
• პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები;
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
• მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 2500-მდე პირი;
• პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 778 პირმა;
• მიმდინარე ეტაპზე პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს სერტიფიცირების 12000-ზე მეტი კანდიდატი.

🟦მნიშვნელოვანი სიახლებიზნესში დასაქმებული/დასაქმების მსურველი ბუღალტრებისათვის!🔹საქართველოს პროფესიონალ აუდიტორთა და ბუღ...
27/08/2026

🟦მნიშვნელოვანი სიახლებიზნესში დასაქმებული/დასაქმების მსურველი ბუღალტრებისათვის!

🔹საქართველოს პროფესიონალ აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაცია აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამას. რომელიც მომზადებულია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლის, პროფესიისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან ორწლიანი თანამშრომლობის შედეგად.

პროგრამა შემუშავებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციებისა და განათლების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

🔹დაწვრიელბით იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 🔗 https://www.baf.ge/post/importantnews26

ℹ️მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირება🔗რეგისტრაციის ბმული: https://www.baf.ge/post/informationforacc...
27/08/2026

ℹ️მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირება

🔗რეგისტრაციის ბმული: https://www.baf.ge/post/informationforaccountantsemployed

ℹ️მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში და სალექციო კურსზე რეგისტრაცია 2026🔹მცირე და საშუ...
20/08/2026

ℹ️მცირე და საშუალო ბიზნესის (მსბ) ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში და სალექციო კურსზე რეგისტრაცია 2026

🔹მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის მსურველებს გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას:

1. სერტიფიცირების პროგრამაში და გამოცდაზე დაიშვება ბაფში პრეტენდენტად რეგისტრირებული პირი, რომელსაც:
• აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ან
• აქვს პროფესიული ეკონომიკური (ან ექვივალენტური) განათლება და ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ან
• აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია ბუღალტრად პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება.

2. პირმა პრეტენდენტად რეგისტრაციისთვის უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები მეილზე: [email protected]
• პირადი განცხადება;
• პირადობის ასლი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ბუღალტრად მუშაობის გამოცდილების (სამუშაო სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ბიზნესის ბუღალტერთა სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა მოიცავს 172 საათს, რომელიც გადანაწილებულია შემდეგნაირად:
• ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში - 72 სთ
• მმართველობითი აღრიცხვა - 20 სთ
• საგადასახადო დაბეგვრა - 48 სთ
• ქართული ბიზნეს სამართალი - 16 სათ
• პროფესიული ეთიკის კოდექსი - 8 სთ
• აუდიტის საფუძვლები - 8 სთ

4. სასწავლო კურსის და სასერტიფიკაციო გამოცდის საფასური:
• პროგრამაში მონაწილეობის ჯამური ღირებულება შეადგენს 1872 ლარს, დღგს ჩათვლით. აქედან:
• სალექციო კურსების საფასური შეადგენს 1180 ლარს (იხდით პბი-ში);
• ლიტერატურის ღირებულება - 220 ლარს (იხდით ბაფში);
• გამოცდები და სერტიფიცირება - 472 ლარს (იხდით ბაფში).

5. მსბ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამაში და სალექციო კურსზე რეგისტრაცია:
პროგრამაში და სალექციო კურსებზე რეგისტრაცია და ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყება 2026 წლის 20 აგვისტოდან და გაგრძელდება 25 სექტემბრამდე.

🔗დაწვრილებით იხილეთ ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSep1_4mJ9_bhpV3w6mm_3t3SZUvSPdIixkFjUcRi7Ddy39PWA/viewform

ℹ️ საკონსულტაციო ტრენინგისავაჭრო და ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტებისაქართველოს საბანკო პროდუქტების მიმოხილვა მცი...
03/08/2026

ℹ️ საკონსულტაციო ტრენინგი

სავაჭრო და ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტები

საქართველოს საბანკო პროდუქტების მიმოხილვა მცირე და საშუალო ბიზნესის მრჩევლებისთვის

იხილეთ ბმულები:
https://78829f2e-ba8d-45fc-a778-e2401367b5d4.usrfiles.com/ugd/78829f_3717a3fd6c1e4f9283f8b7eeb19e1d95.pdf

https://78829f2e-ba8d-45fc-a778-e2401367b5d4.usrfiles.com/ugd/78829f_f97c8a3ba39747fb9152eb2f2020c167.xlsx

📣 მნიშვნელოვანი სიახლე! გაეცანით პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (IPA) ახალ ვებგვერდს!სიამაყით გიზიარებთ, რომ ამოქმედდ...
28/07/2026

📣 მნიშვნელოვანი სიახლე! გაეცანით პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (IPA) ახალ ვებგვერდს!
სიამაყით გიზიარებთ, რომ ამოქმედდა IPA-ს სრულიად განახლებული, თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდი: www.ipa.com.ge 🚀

ახალ პლატფორმაზე თქვენ გელოდებათ გამარტივებული ნავიგაცია, განახლებული სასწავლო კურსები, ინფორმაცია სერტიფიცირების შესახებ და ყველა საჭირო რესურსი ერთ სივრცეში.

⚠️ ყურადღება! მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისა და მსმენელებისთვის:
ძველი საიტი და ბაზა უქმდება: ძველი ვებგვერდი და მასზე არსებული მომხმარებლების ბაზა აღარ ფუნქციონირებს. ძველი ანგარიშებით სისტემაში შესვლა შეუძლებელია.

ახალი რეგისტრაცია სავალდებულოა: სასწავლო პროცესის, კურსების, ლექციების განრიგისა და სიახლეების მისაღებად, ყველა სტუდენტმა და მსმენელმა ხელახლა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მხოლოდ ახალ პლატფორმაზე — www.ipa.com.ge.

📌 როგორ დარეგისტრირდეთ?

ეწვიეთ ბმულს: https://www.ipa.com.ge/

დააჭირეთ ღილაკს „შესვლა / რეგისტრაცია“

შეავსეთ საჭირო მონაცემები და შექმენით თქვენი ახალი პირადი პროფილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილება, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები და სასწავლო მასალები!

გისურვებთ წარმატებულ სასწავლო პროცესს! 🎓

ℹ️საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადება ჯარიმების თაობაზე🔹საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილე...
24/06/2026

ℹ️საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადება ჯარიმების თაობაზე

🔹საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.

🔹საქართველოს საპენსიო ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, მიმართონ ფონდს განცხადებით. დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით, განხილული იქნება მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

22/06/2026
ℹ️ბაფის სემინარები 2026 | ივნისის სემინარები N4, N5, N6 ,N7🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, ბაფის წევრებისთვის 2026 ...
09/06/2026

ℹ️ბაფის სემინარები 2026 | ივნისის სემინარები N4, N5, N6 ,N7

🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,

ბაფის წევრებისთვის 2026 წელს დაგეგმილი სემინარების ფარგლებში მიმდინარეობს ივნისის თვის სემინარებზე რეგისტრაცია.

🔹სემინარი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა ზუმის საშუალებით. (ზუმის ლინქს მიიღებთ 2 დღით ადრე სემინარის დაწყებამდე)

📨რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გადახდის დამადასტურებელი საბუთის გამოგზავნა ბაფის მეილზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივნისამდე.

💳გადახდა უნდა მოხდეს ბაფის საბანკო ანგარიშზე:

სს თიბისი ბანკი - კოდი: TBCBGE 22, ა/ა GE83TB0600000000700665

სს საქართველოს ბანკი - კოდი BAGAGE22, ა/ა GE30BG0000000525708648

⚠️დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, სემინარის დასახელება
-------------------------------------------------------------------

🔹სემინარი 4. სამართლიანი ღირებულების შეფასება (მსს ფასს-ის მიხედვით)

👤ლექტორი: ლელა კუპრაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 18.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/hpmfsUcpv7A2DM4r6
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 5. საგადასახადო კანონმდებლობაში 2025-2026 წელში შესული ცვლილებებისა და

სიახლეების მიმოხილვა 1

👤ლექტორი: დავით პაპიაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 24.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/QeYyHnJ3ihKXcVJ29
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 6. საგადასახადო კანონმდებლობაში 2025-2026 წელში შესული ცვლილებებისა და სიახლეების მიმოხილვა 2

👤ლექტორი: დავით პაპიაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 25.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/AVfHF4t7GMgBCQ7X8
-------------------------------------------------------------------
🔹სემინარი 7. ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან (მსს ფასს-ის მიხედვით)

👤ლექტორი: ლელა კუპრაშვილი

📅ჩატარების თარიღი: 30.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ

🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/vfcwMXmbFLUWfwtM9
-------------------------------------------------------------------

🔹სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისთვის - 15 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

ბაფის არაწევრებისთვის - 30 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

საკონტაქტო პირი:

📞579 219 373 ნინო ლაღიძე

🔹ბაფის სემინარები 2026 - 4.  სამართლიანი ღირებულების შეფასება🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, ბაფის წევრებისთვის 202...
03/06/2026

🔹ბაფის სემინარები 2026 - 4. სამართლიანი ღირებულების შეფასება

🔹მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო,

ბაფის წევრებისთვის 2026 წელს დაგეგმილი სემინარების ფარგლებში მიმდინარეობს ივნისის თვის სემინარზე რეგისტრაცია.

🔹სემინარი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა ზუმის საშუალებით. (ზუმის ლინქს მიიღებთ 2 დღით ადრე სემინარის დაწყებამდე)



📨რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გადახდის დამადასტურებელი საბუთის გამოგზავნა ბაფის მეილზე: [email protected] არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივნისამდე.



💳გადახდა უნდა მოხდეს ბაფის საბანკო ანგარიშზე:

სს თიბისი ბანკი - კოდი: TBCBGE 22, ა/ა GE83TB0600000000700665

სს საქართველოს ბანკი - კოდი BAGAGE22, ა/ა GE30BG0000000525708648



⚠️დანიშნულებაში მიუთითეთ: თქვენი სახელი, გვარი, სემინარის დასახელება





🔹სემინარი 3. კონტროლირებადი ოპერაციები და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება

👤ლექტორი: დავით მამრიკიშვილი

📅ჩატარების თარიღი: 18.06.2026

🕒დაწყების დრო: 15:00

🕒ხანგრძლივობა: 3 სთ


სილაბუსი:


🔹განსახილველი საკითხი

📌როდის გვჭირდება სამართლიანი ღირებულების
შეფასება;

📌რა არის სამართლიანი ღირებულება;

📌სამართლიანი ღირებულების შეფასების მეთოდები;

📌სამართლიანი ღირებულების იერარქია;

📌განმარტებითი შენიშვნები;

📌დისკუსია და კითხვა-პასუხი



🔹სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისთვის - 15 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

ბაფის არაწევრებისთვის - 30 ლარი, დღგ-ს ჩათვლით

საკონტაქტო პირი:

📞579 219 373 ნინო ლაღიძე

=====================================

სემინარზე დასარეგისტრირებლად შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები.

შემდგომ ინფორმაციებს სემინარის თაობაზე მიიღებთ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე (გთხოვთ, ყურადღებით ჩაწეროთ თქვენი მეილი).



🔗რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSez1XPK6QL--1TcakpWuyhZzyvHVBIRPgVrLrKpiJgV0TVrAQ/viewform

Address

61, Tsereteli Avenue
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

235 67 56

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია:

Shortcuts

Share