1. პროგრამის მიზნები
ფინანსური სფეროს სპეციალისტებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ბაზარიც გაჯერებულია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებით, მაგრამ კარგი სპეციალისტის პოვნა, როგორც ყველა პროფესიაში, აქაც დიდი პრობლემაა. პროგრამის მიზანია მოამზადოს სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები. სწორედ ამიტომ შეიქმნა სასწავლო ცენტრი შპს „ააფ-კაპიტალი“, რომელიც შპს „ააფ-მენეჯმენტისა“ (ჟურნალი „აუდიტი, აღრი
ცხვა, ფინანსები“) და შპს „იბერ-ინფოს“ (საბუღალტრო პროგრამა „ინფო ბუღალტერი“) შვილობილი კომპანიაა.
ჯერჯერობით პროგრამა მოიცავს სამ დისციპლინას, სამომავლოდ იგეგმება პროგრამის გაფართოება.
2. პროგრამის შესახებ
ეს პროგრამა განკუთვნილია ფინანსური სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის.ადამიანებისათვის,
დამწყები ბუღალტრებისათვის, მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური დირექტორებისა და კონსულტანტებისათვის.
პროგრამაში შეისწავლება სამი საგანი:
• ფინანსური აღრიცხვა;
• ინფორმაციული ტექნოლოგიები;
• ბიზნესსამართალი;
ფინანსური აღრიცხვა მოიცავს თეორიულ კურსს ფასს-ების (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) შესახებ, რაც გულისხმობს დამწყები ბუღალტრებისათვის საბაზისო ცოდნის მიღებას, ხოლო მოქმედი სპეციალისტებისათვის ცოდნის გაღრმავებას.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლება გულისხმობს იმ პრაქტიკული ჩვევების მიღებას, რომელიც საჭიროა ფინანსურ სფეროში წარმატების მისაღწევად. კურსი ითვალისწინებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, კერძოდ, „ინფო ბუღალტერის“ ბაზაზე პრაქტიკული ბუღალტერიის დაუფლებას.
ბიზნესსამართლის კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის და იგი გულისხმობს ფინანსურ სფეროში მომუშავეთათვის აუცილებელი საკანონმდებლო ცოდნით აღჭურვას.
3. პროგრამის სტრუქტურა:
ფინანსური აღრიცხვა - 20 ლექცია (თითო ლექციის ხანგრძლივობა 2სთ.);
ინფორმაციული ტექნოლოგიები - 20 ლექცია (თითო ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.);
ბიზნესსამართალი - 20 ლექცია (თითო ლექციის ხანგრძლივობა 2სთ.);
პროგრამის შესწავლა კურსის შეწავლა გრძელდება 15 კვირა.
პირველი 5 კვირა ფინანსური აღრიცხვა - კვირაში 2 ლექცია, შემდეგი 10 კვირა - 1 ლექცია ფინანსური აღრიცხვა, 2 ლექცია - ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხოლო 1 ლექცია -ბიზნესსამართალი;-ბიზნესსამართალი და ბოლო 5 კვირა - 2 ლექცია ბიზნესსამართალში;
ლექციები ჩატარდება საღამოს საათებში
4. ტესტირება
სალექციო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ საგანში ჩატარდება ტესტირება.
ტესტირების ხანგრძლივობა:
ფინანსური აღრიცხვა - 2სთ.;
ინფორმაციული ტექნოლოგიები - 2სთ. (1სთ. პრაქტიკული, 1სთ. თეორიული);
ბიზნესსამართალი - 2სთ.
ტესტის ჩაბარებულად ითვლება საკითხების მინიმუმ 60% -ის სწორად გაცემული პასუხების შემთხვევაში.
5. სერტიფიცირება
სამივე დისციპლინის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გაიცემა AAFC-1 სერთიფიკატი.
6. პროგრამის ღირებულება:
• ფინანსური აღრიცხვა - 300ლ.
• ინფორმაციული ტექნოლოგიები - 250 ლ.
• ბიზნესსამართალი - 300ლ.
7. შესაძლებელია თითოეული დისციპლინის თანმიმდევრობით გავლა. სერთიფიკატი გაიცემა სრული კურსის ჩაბარების შემდეგ.
________________________________________