13/07/2026
ადამიანები ბიზნესის უკან | B4G-ის წევრები ✨
გაიცანით ლევან ქობალია, ბუღალტრული კომპანია ელ ბი გრუპი - LB Group -ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ბუღალტერიაში.💼
,, ჩემთვის ბუღალტერია მხოლოდ ციფრები და ანგარიშგებები არ არის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი საქმე მოგვანდეს.🤝
ჩვენი კომპანია დღეს სამოცამდე მცირე ბიზნესს ემსახურება და თითოეული მათგანის უკან ვხედავთ არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ადამიანებს, მათ იდეებს, მიზნებსა და ყოველდღიურ შრომას.🌱
ჩემი საქმე არის სიმშვიდე შევუქმნა მეწარმეებს. იცოდნენ, რომ მათი ფინანსური და საგადასახადო საკითხები საიმედო ხელშია და თავად შეძლონ მთავარი მიზნისკენ კონცენტრირება: საკუთარი ბიზნესის უკეთ განვითარება.🚀
ჩემი მთავარი მოტივაცია არის დამკვეთის წარმატება.🏆
როდესაც ვხედავ, როგორ იზრდება პატარა ბიზნესი, როგორ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს მოწესრიგებული ფინანსების დახმარებით და როგორ გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა რეალურ ღირებულებას ქმნის.💎
მოტივაციას მაძლევს ჩემი გუნდიც - 14 პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ ერთი მიზნისთვის: ვიყოთ არა უბრალოდ ბუღალტრები, არამედ ჩვენი დამკვეთების სანდო პარტნიორები.🤝
ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ბუღალტერია მხოლოდ წარსულის დათვლა არ არის, არამედ ეს არის მომავალში ბიზნესის სწორი დაგეგმვა."🎯
თუ თქვენც გსურთ გახდეთ B4G-ის წევრი, დაწერეთ კომენტარი: „მინდა B4G-ის წევრობა“ 🧡
B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის!