FAS Group - Financial, Accounting & Tax services

FAS Group - Financial, Accounting & Tax services საბუღალტრო, აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურება

Financial, Accounting and Tax services
(1)

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი ბუღალტრებით, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სექტორებსა და მრავალფეროვანი სპექტრის კომპანიებში მიღებული 10 წელზე მეტი გამოცდილება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა. Our team consists of professionally advanced accountants, who have worked in a wide variety of sectors, have working experience of 10 years and above, and have received degrees from some of the best universities in the world.

FAS Group-ის საერთაშორისო საქმიანობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 🇺🇸🇬🇪🇰🇿🇺🇿კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნათია...
13/08/2026

FAS Group-ის საერთაშორისო საქმიანობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 🇺🇸🇬🇪🇰🇿🇺🇿

კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ნათია სხვიტარიძე, ამერიკის სავაჭრო პალატისა და CLDP-ის (Commercial Law Development Program) მოწვევით, ყაზახეთსა და უზბეკეთში გამართულ ღონისძიებებში “Accessing the U.S. Market: Tips and Strategies” მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა.

ღონისძიებების მიზანი ადგილობრივი ბიზნესებისთვის ამერიკის ბაზარზე შესვლისა და საქმიანობის განვითარების შესახებ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრების, პრეზენტაციებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში საუბარი შეეხო ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ბიზნესის სწორად სტრუქტურირებას, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებს, შესაძლო რისკებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საერთაშორისო გაფართოების პროცესში ძვირადღირებული შეცდომების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

ვიზიტმა ასევე შექმნა საფუძველი ახალი პროფესიული კავშირების, იდეებისა და სამომავლო თანამშრომლობებისთვის.

FAS Group-ის საქმიანობა დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო მომსახურებით. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული და საერთაშორისო ბიზნესების მხარდაჭერა აშშ-ის ბაზარზე შესვლისა და განვითარების პროცესში, სწორი სტრუქტურის შექმნიდან ფინანსური და საგადასახადო პროცესების მართვამდე.

განსაკუთრებული მადლობა ღონისძიებების ორგანიზატორებსა და პარტნიორებს ნდობისთვის, მოწვევისა და შესაძლებლობისთვის, FAS Group-ის პრაქტიკული გამოცდილება გაგვეზიარებინა ყაზახეთისა და უზბეკეთის ბიზნესსაზოგადოებისთვის.

FAS Group - ადგილობრივი გამოცდილებიდან საერთაშორისო შესაძლებლობებამდე. 🌍🇺🇸

-------------------------

Another important milestone in FAS Group’s international journey 🇺🇸🇬🇪🇰🇿🇺🇿

FAS Group’s Founder and Director, Natia Skhvitaridze, was invited as an expert by the U.S. Commerce Department and the Commercial Law Development Program (CLDP) to participate in the “Accessing the U.S. Market: Tips and Strategies” events held in Kazakhstan and Uzbekistan.

The events brought together entrepreneurs, business leaders, and professionals to exchange practical knowledge and experience on entering the U.S. market and successfully developing business operations there.

Through presentations, engaging meetings, and panel discussions, entrepreneurs and business owners explored key topics including U.S. market entry strategies, effective business structuring, financial and tax considerations, potential risks, and practical steps companies can take to avoid costly mistakes when expanding internationally.

One of the most valuable aspects of the visit was the opportunity to meet so many inspiring entrepreneurs and professionals, learn about their businesses and ambitions, exchange perspectives, and build new professional relationships. These conversations opened the door to new ideas, connections, and potential future collaborations.

Today, FAS Group’s work extends beyond accounting, financial, and tax services. An increasingly important part of our mission is to support Georgian and international businesses as they enter and grow in the U.S. market, from choosing the right business structure and planning their finances to navigating tax requirements and managing ongoing financial processes.

We believe that international expansion becomes significantly more manageable when businesses have access to practical experience, reliable information, and the right professional partners.

A special thank you to the organizers and partners for their trust, invitation, and the opportunity to share FAS Group’s practical experience with the business communities of Kazakhstan and Uzbekistan.

We are grateful to have been part of this experience and to contribute, even in a small way, to building stronger connections between businesses, professionals, and markets across borders.

FAS Group - from local expertise to international opportunities. 🌍🇺🇸

სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები ყოველთვის ზუსტ რიცხვებს ეფუძნება. 📊ფინანსური ანალიზი მხოლოდ ანგარიშგების მომზადება არ არის...
05/08/2026

სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები ყოველთვის ზუსტ რიცხვებს ეფუძნება. 📊

ფინანსური ანალიზი მხოლოდ ანგარიშგების მომზადება არ არის - ის გეხმარებათ დაინახოთ, სად არის თქვენი ბიზნესი დღეს და რა ნაბიჯი უნდა გადადგათ ხვალ.

აი, რა სარგებელს იღებთ ფინანსური ანალიზისგან:

✅ რეალური სურათის დანახვა
ბიზნესი შეიძლება მომგებიანი ჩანდეს, თუმცა რეალურად ზარალზე მუშაობდეს. ფინანსური ანალიზი გაჩვენებთ რეალურ მდგომარეობას.

✅ სწორი გადაწყვეტილებების მიღება
როდესაც იცით, რომელი პროდუქტი ან სერვისი ქმნის ყველაზე მაღალ მოგებას, რესურსებს სწორად ანაწილებთ და ზრდაზე აკეთებთ ფოკუსს.

✅ რისკების დროული მართვა
საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი, დაგვიანებული გადახდები თუ ხარჯების ზრდა - ანალიზი ამ რისკების წინასწარ დანახვაში გეხმარებათ.

✅ მდგრადი განვითარება
ზრდა მხოლოდ ინტუიციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. სწორი ფინანსური ანალიზი გაძლევთ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

📈 ბიზნესს რიცხვები მართავს. სწორი გადაწყვეტილებები კი - სწორ ფინანსურ ანალიზს ეფუძნება.

FAS Group - თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში! 🇬🇪🇺🇸

📞 598 63 36 36
📧 [email protected]

#ფინანსურიანალიზი #ბიზნესისზრდა #ფინანსურიმართვა #ბიზნესი

გაცნობებთ, რომ FAS Group-ის CEO, ნათია სხვიტარიძე, ICC Georgia-ის SME Financial Development Commission-ის თავმჯდომარედ დ...
29/07/2026

გაცნობებთ, რომ FAS Group-ის CEO, ნათია სხვიტარიძე, ICC Georgia-ის SME Financial Development Commission-ის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ FAS Group-ისთვის, არამედ იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაც, რომლებსაც ყოველდღიურად ვუჭერთ მხარს ფინანსური მართვის, საგადასახადო საკითხებისა და ბიზნესის მდგრადი განვითარების მიმართულებით.

გვჯერა, რომ კომისია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებაში.

მადლობას ვუხდით ICC Georgia-ს ნდობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კომისიას ამ მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებაში! 👏

📢 We are pleased to announce that FAS Group CEO, Natia Skhvitaridze, has been appointed Chair of the SME Financial Development Commission at ICC Georgia.

This is an important milestone not only for FAS Group, but also for the small and medium-sized businesses we support every day through financial management, taxation, and sustainable business development.

We believe the Commission will play a significant role in strengthening Georgian businesses and expanding international opportunities.

We sincerely thank ICC Georgia for their trust and wish the Commission every success in fulfilling this important mission.

🚀ICC Georgia Establishes SME Financial Development Commission

ICC Georgia is pleased to announce the establishment of its new SME Financial Development Commission, chaired by Ms. Natia Skhvitaridze, CEO of FAS Group - Financial, Accounting & Tax services.

With more than 13 years of experience supporting small and medium-sized enterprises, Ms. Skhvitaridze brings extensive practical knowledge in financial management, tax compliance, strategic planning, and sustainable business growth. Under her leadership, FAS Group - Financial, Accounting & Tax services has successfully expanded its activities in both Georgia and the United States, supporting businesses with professional financial and business advisory services.

The SME Financial Development Commission will serve as a practical support platform for Georgian entrepreneurs and SME organizations. Its work will focus on key areas essential to business resilience and growth, including:

• Financial planning and cash-flow management
• Tax, regulatory, legal, and compliance matters
• Investment readiness and access to finance
• Strategic decision-making and business sustainability
• Human resources and organizational development
• International business opportunities and cross-border cooperation

The Commission aims to deliver actionable support through seminars, webinars, hands-on workshops, individual consultations, mentoring sessions, business-case discussions, and practical toolkits. It will also promote cooperation between SMEs, financial institutions, public agencies, legal and HR professionals, and international partners.

This initiative reinforces ICC Georgia’s commitment to creating a stronger, more connected business ecosystem—one where SMEs can access the expertise, guidance, and partnerships needed to manage risks, make informed decisions, and grow sustainably.

⭐️Please join us in congratulating Ms. Natia Skhvitaridze on her appointment and wishing the new Commission every success in its important mission.

25/07/2026

რატომ არის მნიშვნელოვანი დეკლარაციის დროულად წარდგენა ❓

👉 უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ მეტი.

FAS Group - თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში! 🇬🇪🇺🇸

📱 +995 598 63 36 36
📧 [email protected]

14/07/2026

📊 მზად ხართ 1-ელი ოქტომბრისთვის ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად?

1-ელი ოქტომბერი SARAS-ის მოთხოვნების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სავადო თარიღია.

ჩვენ დაგეხმარებით:

✅ ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში;
✅ მონაცემების გადამოწმებასა და ანალიზში;
✅ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში;
✅ შესაძლო ხარვეზების დროულად გამოვლენასა და გამოსწორებაში.

⏳ ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - დაიწყეთ მომზადება დღესვე!

📞 დაგვიკავშირდით:
📱 +995 598 63 36 36
📧 [email protected]

FAS Group - თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში! 🇬🇪🇺🇸

FAS GROUP აცხადებს ვაკანსიასბუღალტრისა და მთავარი ბუღალტრის პოზიციაზეFAS Group ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკ...
13/07/2026

FAS GROUP აცხადებს ვაკანსიას
ბუღალტრისა და მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე

FAS Group ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.🇬🇪🇺🇸

ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და სწორედ ამიტომ ვეძებთ ახალ პროფესიონალებს, რომლებიც გაიზიარებენ ჩვენს ღირებულებებსა და სამუშაო მიდგომებს.

ჩვენ გთავაზობთ:
🔸პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობით;
🔸გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
🔸კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
🔸თანამედროვე, განვითარებაზე ორიენტირებულ და ძალიან კომფორტულ სამუშაო გარემოს;
🔸კონკურენტულ ანაზღაურებას;

ძირითადი მოთხოვნები:
🔸წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
🔸პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

თუ გაქვთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძლიერი ანალიტიკური უნარები და გსურთ კარიერული განვითარება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ბუღალტრულ, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიაში, შემოუერთდით FAS Group-ის გუნდს.

📩 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:
📅 30 ივლისი, 2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

#შემოგვიერთდი

📍 FAS Group-ის ფინანსური ჰაბის მშენებლობის პროცესი აქტიურად გრძელდება!ბუღალტერთა კლუბ „ფორუმთან“ თანამშრომლობით კიდევ ერ...
11/07/2026

📍 FAS Group-ის ფინანსური ჰაბის მშენებლობის პროცესი აქტიურად გრძელდება!

ბუღალტერთა კლუბ „ფორუმთან“ თანამშრომლობით კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამერიკულ და ქართულ ბაზრებზე დასაქმებით.🇺🇸🇬🇪

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გავაცანით ფინანსური ჰაბის კონცეფცია, მისი მიზანი და ის შესაძლებლობები, რომლებსაც ეს ინიციატივა მათ სთავაზობს.

მადლობას ვუხდით ბუღალტერთა კლუბი ფორუმი-სთანამშრომლობისთვის და ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ინტერესისთვის. 🤝

ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ ბევრი საინტერესო შესაძლებლობა და თანამშრომლობა გველის! 🚀

📩 თუ გსურთ გახდეთ ფინანსური ჰაბის ნაწილი, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება:
🖇️ https://forms.gle/eHb6ATWVtR5Ers4x6

FAS Group - თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში. 🌍🤝

08/07/2026

ხშირად ბიზნესს ჰყავს მომხმარებელი, აქვს გაყიდვები, მაგრამ თვის ბოლოს მეწარმემ არ იცის რეალურად რა გზას გადის მისი თანხა ორგანიზაციაში:

კერძოდ:
📌 რამდენი გამოიმუშავა ?
📌 რამდენი დახარჯა?
📌 და რეალურად რა მოგება დარჩა?

რატომ ხდება ასე?

🎥 უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ, რატომ არის ფინანსური კონტროლი ბიზნესის ზრდისა და სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი.

FAS Group - თქვენი სანდო ფინანსური პარტნიორი, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში!🌍🤝

📍 დაგვიკავშირდით:
📞 +995 598 63 36 36
📧 [email protected]

გსურთ ფინანსური კარიერა საქართველოსა და აშშ-ის ბაზარზე?FAS Group იწყებს ფინანსური ჰაბის მშენებლობას და ბუღალტერთა კლუბი ...
07/07/2026

გსურთ ფინანსური კარიერა საქართველოსა და აშშ-ის ბაზარზე?

FAS Group იწყებს ფინანსური ჰაბის მშენებლობას და ბუღალტერთა კლუბი ფორუმი-სთან ერთად ატარებს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას.

📅 10 ივლისი | 19:00 სთ

შეხვედრაზე FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე, დეტალურად გაგაცნობთ ფინანსური ჰაბის კონცეფციას, პროგრამის სტრუქტურასა და დასაქმების შესაძლებლობებს როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ბაზარზე.

FAS Group უკვე წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს ბუღალტრულ, ფინანსურ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.

ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, FAS Group იწყებს ფინანსური ჰაბის ფორმირებას, რომლის მიზანია თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ფინანსური პროფესიონალების მომზადება და განვითარება როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ბაზრისთვის.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სასურველი მიმართულება, გაიარონ პრაქტიკული მომზადება და მიიღონ რეალური გამოცდილება სამუშაო პროცესებში.

მიმართულებები:

•⁠ ⁠ბუღალტრული აღრიცხვა

•⁠ ფინანსური აღრიცხვა

•⁠ ⁠საგადასახადო მიმართულება

პროგრამა განკუთვნილია:

✔ მოქმედი ბუღალტრებისა და ფინანსისტებისთვის

✔ სტუდენტებისთვის

✔ დამწყები სპეციალისტებისთვის

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა კონკურენტული და ზრდაზე ორიენტირებული ანაზღაურებით.

👉 ვისაც გსურთ შეხვედრაზე დასწრება და მეტი ინფორმაციის მიღება ამ შესაძლებლობის შესახებ, დარეგისტრირდით:

https://shorturl.at/4MUGh

📅 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ივლისი

📩 დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: [email protected]

🇺🇸 Happy 250th U.S. Independence Day!At FAS Group, we are proud to support companies operating in the American market an...
04/07/2026

🇺🇸 Happy 250th U.S. Independence Day!

At FAS Group, we are proud to support companies operating in the American market and to build lasting partnerships that serve as the foundation for their growth and development.

Wishing our clients, partners, and friends in the United States a joyful and memorable Independence Day! 🇺🇸

🇺🇸 გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს!

FAS Group-ში ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამერიკულ ბაზარზე მოქმედ კომპანიებსა და ვქმნით გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც მათი ზრდისა და განვითარების წინაპირობაა.

ჩვენს კლიენტებს, პარტნიორებსა და მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვუსურვებთ ბედნიერ და გამორჩეულ დამოუკიდებლობის დღეს! 🇺🇸

Address

Z. Paliashvili Str. #15
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FAS Group - Financial, Accounting & Tax services posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to FAS Group - Financial, Accounting & Tax services:

Shortcuts

Share

Category