27/10/2026
📢 სიახლე ბიზნესისთვის - ცვლილებები აქციზური საქონლის ჩამოწერის წესში
2026 წლის სექტემბრის თვიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსტა სამინისტროს ბრძანება საგადასახადო ადმინისტრირების წესებში.
🔎 რას ითვალისწინებს ცვლილება?
✅ ჩამოწერის წესის გაფართოება - აქციზური მარკით ნიშანდებული საქონლის ჩამოწერისა და სრული განადგურების პროცედურა გავრცელდა როგორც საქართველოში წარმოებულ, ისე იმპორტირებულ აქციზურ საქონელზე.
✅ დათვალიერების წესი უცვლელია - საქონლის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%-ის შერჩევითი დათვალიერების მოთხოვნა კვლავ მოქმედებს.
✅ ცვლილებები აქციზის დეკლარაციაში - განახლდა III განაყოფის მე-7 და 71-ე სტრიქონები, სადაც აისახება ჩამოწერილ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხის შემცირება.
📌 იმპორტირებული აქციზური საქონლის ჩამოწერისასა აუცილებელია დადგენილი პროცედურების დაცვა და დეკლარაციის შესაბამისი მონაცემების სწორად ასახვა.