ალტიდო • Altido

ალტიდო • Altido აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია
Taxes, Audit, Financial and Accounting Services

📢 ვაკანსია: დამხმარე ბუღალტერიბუღალტრის შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს მთავარი ბუღალტერი/ჯგუფის უფროსი.სა...
04/06/2026

📢 ვაკანსია: დამხმარე ბუღალტერი

ბუღალტრის შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს მთავარი ბუღალტერი/ჯგუფის უფროსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

🔹უმაღლესი ეკონომიკური განათლება
🔹ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
🔹“FINA”-ში, "Oris ბუღალტერიაში" ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
🔹MS Excel-ის კარგად ცონდა
🔹მაღალი პასუხისმგებლობის დონე
🔹გუნდური მუშაობის უნარი
🔹პუნქტუალური და სწრაფი
კანდიდატის მოვალეობები:
🔹ხელფასების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
🔹საბანკო გადარიცხვების შესრულება
🔹სხვა მიმდინარე სამუშაოები

☎️დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV: [email protected]

📢 ფიზიკური პირების საყურადღებოდ!!! 💡 ძალაში შევიდა ახალი საჯარო გადაწყვეტილება „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შე...
22/05/2026

📢 ფიზიკური პირების საყურადღებოდ!!!

💡 ძალაში შევიდა ახალი საჯარო გადაწყვეტილება „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ 💰 💰 💰

🟢 საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:
✔️ ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის საკითხებს
✔️ უძრავი ქონების, საცხოვრებელ სახლად/ბინად მიჩნევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს
✔️ აქტივის, საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადის მიწოდების მომენტის განსაზღვრის წესს
✔️ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის განსაზღვრის წესს

❗ ❗ ❗ ამ საჯარო გადაწყვეტილებით შემოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიახლე - უძრავი ქონების საცხოვრებელ ბინად/სახლად მიჩნევის მიზნით, საგადასახადო ორგანო ითვალისწინებს არამხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს ჩანაწერს, არამედ უძრავი ქონება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

🟢 წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს
🟢 განკუთვნილია საცხოვრებლად გამოყენებისთვის
🟢 უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით
🟢 არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს.

აღნიშნული საჯარო გადაწყვეტილება არეგულირებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის და საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესებს შემდეგ შემთხვევებზე:

🟢 სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობის მიწოდება
🟢 წინარე ხელშეკრულებით მიღებული უფლების მიწოდება
🟢 მშენებარე ბინის/სახლის მიწოდება
🟢 საკუთარი ძალებით აშენებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება
🟢 მიწის სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება
🟢 მემკვიდრეობის შემთხვევებში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნებისთვის აქტივის საკუთრებაში ფლობის ვადის ათვლის წესს
🟢 აქტივის გაყოფა ან გაერთიანება

❗ ❗ ❗ საყურადღებოა, რომ ეს საჯარო გადაწყვეტილება ზოგიერთ ოპერაციაზე იძლევა საჯაროდ დამკვიდრებულისგან განსხვავებულ შეფასებებს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.

➡️ მაგალითად:

🟢 საცხოვრებელი ბინის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებას წინასწარი გადაწყვეტილება განიხილავს, როგორც უფლების და არა უძრავი ქონების მიწოდებად. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე აქტივის მიწოდებით ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათით;

🟢 საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ განიხილება. ამ შემთხვევაშიც ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათით (სსკ 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ვ.ა. ქვეპუნქტი)

21/05/2026

📢 ცვლილება "გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის" საჯარო გადაწყვეტილებაში 🏚️

🟢 „გაცვლის ბარტერული ოპერაციის დღგ-ის დაბეგვრის თაობაზე, ამ ოპერაციის ფარგლებში უძრავი ნივთის მიწოდებისას“ საჯარო გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება, რომლითაც დაზუსტდა ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა ისეთ შემთხვევებში როცა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში ადგილი აქვს, როგორც ფულად ასევე, არაფულად ანაზღაურებას.

➡️ აქამდე მოქმედი რედაქციით ისეთ შემთხვევებში როცა ადგილი ჰქონდა, როგორც ფულად ასევე, არაფულად ანაზღაურებას ოპერაციის დღგ-ით დასაბაგრი თანხა განისაზღვრებოდა მხოლოდ შემდგენი პრინციპით:

მაგალითად, თუ ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, რისთვისაც ანაზღაურება ხორციელდება, ნაწილობრივ, ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული შენობა-ნაგებობის მიწოდებით, ხოლო ნაწილობრივ - ფულადი სახით, საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საწარმოს მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ფულადი სახით ანაზღაურებული თანხის გამოკლებით.

❓ ამგვარი მიდგომა იწვევდა გაურკვევლობებს ისეთ შემთხვევებზე, როცა საწარმოს მიერ მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის ანაზღაურებული თანხა უტოლდებოდა ან აღემატებოდა მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასს. ამ შემთხვევაში ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა უტოლდებოდა ნულს.

❗ ❗ ❗ საჯარო გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებით, ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის შემოვიდა ცნება „მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასი“.

✅ ახალი მიდგომით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის პრინციპი შემდეგია: „თუ შერეული (ფულადი და არაფულადი) ანაზღაურების პირობებში კომპეტენტური შემფასებლის/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, პირის მიერ მიღებული ქონების საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების ფასზე, დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას გამოიყენება მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასი“.

მაგალითად, მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასი შეადგენს 1 100 000 ლარს, საიდანაც ფულადი კომპონენტი 700 000 ლარია. კომპეტენტური შემფასებლის დასკვნის მიხედვით, მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 600 000 ლარით განისაზღვრა.

ვინაიდან მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასი აღემატება ექსპერტის მიერ დადგენილ მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასს, დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას, საფუძვლად შეთანხმებული ფასი აიღება.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ მიწოდებული უძრავი ქონების დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს 400 000 ლარს (გარიგების ფასს (1 100 000 ლარს) გამოკლებული გადახდილი ფულადი ანაზღაურება (700 000 ლარი)). “.

დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს საინტერესო და კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვი...
30/04/2026

დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს საინტერესო და კონსტრუქციული სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვის.

სამუშაო რეჟიმში განვიხილეთ საჯარო გადაწყვეტილებების პროექტები და ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი ხედვები გადასახადებით დაბეგვრის აქტუალურ საკითხებზე.

ამგვარი კომუნიკაცია ხელს უწყობს საჯარო გადაწყვეტილებებში აისახოს ყველა აქტუალური საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენებასთან.

⚖️ მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სტანდარტულ ყოველთვიურ მონაცემებთან ერთად ასახვას ექვემდებარება:🔹 სასაქონ...
15/04/2026

⚖️ მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სტანდარტულ ყოველთვიურ მონაცემებთან ერთად ასახვას ექვემდებარება:

🔹 სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები წლის ბოლოსთვის;
🔹 ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულება.

📑 მთავარი სიახლე უკავშირდება 2026 წლის 25 თებერვალს გამოქვეყნებულ N52 ბრძანებას, რომლის საფუძველზეც ცვლილება შევიდა გადასახადების ადმინისტრირების ინსტრუქციაში (N996 ბრძანება).

🔍 აღნიშნული ცვლილება უპირველესად ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ საზღვარგარეთ არსებულ პარტნიორებთან.

🔹 არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (მაგალითად: სათავო ოფისი, შვილობილი კომპანია, საერთო მფლობელები);

🔹 ან შეღავათიანი დაბეგვრის მქონე (ოფშორული) ქვეყნების რეზიდენტებთან;

📌 ახალი დანართის შევსება სავალდებულო ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების ჯამური მოცულობა აღემატება 500,000 ლარს.

💡 გაითვალისწინეთ: 500,000-ლარიან ლიმიტში ითვლება არა მხოლოდ ფულადი ოპერაციები, არამედ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულება და არსებული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებიც.

📣 სწორად შეაფასეთ ოპერაციები და დროულად ასახეთ დეკლარაციაში, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო სანქციები.

⏳ 1 აპრილი ახლოვდება: რა უნდა იცოდეთ ქონების გადასახადზე?💼 ბიზნესის მართვა ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი უმნიშ...
26/03/2026

⏳ 1 აპრილი ახლოვდება: რა უნდა იცოდეთ ქონების გადასახადზე?

💼 ბიზნესის მართვა ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კი საგადასახადო კალენდრის დაცვაა.

📅 შეგახსენებთ, რომ ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 აპრილია.

➡️ ვის ეხება? ვალდებულება ეხებათ როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ (მუდმივი დაწესებულების მქონე) კომპანიებს

➡️ რა არის გადასახადით დაბეგვრის ობიექტი? უძრავ ქონება, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობა და ლიზინგით გაცემულ ქონება.

➡️ როგორ ითვლება გადასახადი? საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

🏞️ მიწის გადასახადი: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საგადასახადო განაკვეთი განისაზღვრება მისი ფართობისა და მიწის გამოყენების მიხედვით.

ალტიდო • Altido თქვენი საიმედო გზამკვლევი ფინანსებში

✉️ ელფოსტა: [email protected]
☎️ ტელეფონი: 599 30 78 12
🌐 ვებგვერდი: www.altido.ge

ქალბატონებო გილოცავთ 8 მარტს! 🌹გისურვებთ, თქვენი ცხოვრებისეული ბალანსი ყოველთვის იდეალურად ემთხვეოდეს თქვენს ყველაზე ამბ...
08/03/2026

ქალბატონებო გილოცავთ 8 მარტს! 🌹

გისურვებთ, თქვენი ცხოვრებისეული ბალანსი ყოველთვის იდეალურად ემთხვეოდეს თქვენს ყველაზე ამბიციურ მიზნებს 🚀

ამბობენ, რომ ბუღალტერია ნებისმიერი ბიზნესის ხერხემალია, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი წარმატების ფორმულა იმ ქალების ენერგიასა და ინტელექტშია, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ და ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი ელეგანტურობას სძენენ 🌺✨

📢 ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი➡️ საკმაოდ აქტიური კომპანიებისგან შემდგანი ჯგუფისთვის გვაქვს ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზ...
06/01/2026

📢 ვაკანსია: მთავარი ბუღალტერი

➡️ საკმაოდ აქტიური კომპანიებისგან შემდგანი ჯგუფისთვის გვაქვს ვაკანსია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

💡 მთავარ ბუღალტერს/ჯგუფის უფროსს ეყოლება დამხმარე ბუღალტრები.

ძირითადი მოვალეობები:
🟢 ჯგუფში შემავალი ბუღალტრების საქმიანობის კოორდინაცია, მათთვის ფუნქციების ეფექტურად გადანაწილება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი.
🟢 პირველადი დოკუმენტაციის სისრულის კონტროლი.
🟢 ყოველთვიური და ყოველწლიური წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარგენა.
🟢 ფინანსური ანგარიშგებების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
➡️ მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
➡️ საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა
➡️ ACCA სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა
➡️ საოფისე პროგრამების სრულფასოვნად ცონდა
➡️ აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცონდა
➡️ "Oris ბუღალტერიაში", “FINA”-ში ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

☎️ დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV: [email protected]

ალტიდო გილოცავთ შობა - ახალ წელს! 🥂პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა - ეს ის ღირებულებებია, რამაც ალტიდო თქვენს ს...
30/12/2025

ალტიდო გილოცავთ შობა - ახალ წელს! 🥂

პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა - ეს ის ღირებულებებია, რამაც ალტიდო თქვენს საიმედო პარტნიორად აქცია.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ გუნდს, რომლის დაუღალავი შრომა და საქმისადმი ერთგულება ჩვენი საერთო წარმატების მთავარი ძალაა✨

გასული წელი ჩვენთვის სავსე იყო საინტერესო გამოწვევებითა და ერთობლივი გამარჯვებებით. მადლობას გიხდით თითოეულ პარტნიორს იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენი პროფესიული ურთიერთობის მყარი საფუძველია 💙

გისურვებთ, 2026 წელი ყოფილიყოს ფინანსური მდგრადობის, სტრატეგიული მიღწევებისა და უწყვეტი განვითარების წელი! 💫

📢 ვაკანსია: ბუღალტერიბუღალტრის შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს მთავარი ბუღალტერი/ჯგუფის უფროსი.საკვალიფიკა...
16/10/2025

📢 ვაკანსია: ბუღალტერი

ბუღალტრის შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს მთავარი ბუღალტერი/ჯგუფის უფროსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
🔹უმაღლესი ეკონომიკური განათლება
🔹ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
🔹“FINA”-ში, "Oris ბუღალტერიაში" ან/და საქართველოში გავრცელებულ საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
🔹MS Excel-ის კარგად ცონდა
🔹მაღალი პასუხისმგებლობის დონე
🔹გუნდური მუშაობის უნარი
🔹პუნქტუალური და სწრაფი
კანდიდატის მოვალეობები:
🔹ხელფასების დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში
🔹საბანკო გადარიცხვების შესრულება
🔹სხვა მიმდინარე სამუშაოები

☎️დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV: [email protected]

Address

26 Sulkhan Tsintsadze St.
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ალტიდო • Altido posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share