28/08/2026
ფაქტურის დადასტურება პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად
📌 კითხვა:
ვარ მცირე მეწარმე და არ ვარ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. შევიძინე საქონელი, რაზეც მაღაზიამ გამომიწერა ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა. მაინტერესებს, ასეთ შემთხვევაში შემიძლია თუ არა ფაქტურის დადასტურება?
✅ პასუხი:
მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება შესაძლებელია. აღნიშნული არ წარმოშობს დამატებით საგადასახადო ვალდებულებას.
#დღგ #ანგარიშფაქტურა #მცირებიზნესი #მეწარმე #საგადასახადო #გადასახადები #ბუღალტერია